საქართველოს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებაზე მსჯელობს

საქართველოს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებაზე მსჯელობს. პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. დეპუტატებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ბექა დოჭვირი მიმართავენ.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გახანგრძლივება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით იგეგმება. ამავე ვადით გრძელდება პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

საკითხს ბიუროს სხდომაზე შეფასებები მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო მდგომარეობის მხარდაჭერას არ აპირებს და არც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. „ევროპული საქართველო“ კი ითხოვს, პრემიერმა წარადგინოს საკითხი პლენარულ სხდომაზე, რადგან მთავრობაა პასუხისმგებელი მის განხორციელებაზე.