საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები იმართება

12:05, 03.10.2026

დღეს საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები იმართება. მოსახლეობა არჩევანს აკეთებს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრების ასარჩევად. ხმის მიცემა რვა საათზე დაიწყო და ოც საათზე დასრულდება.

შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს ირჩევენ. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია ორი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის შვიდი კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ და „ძლიერი საქართველო – ლელოდან“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ორი ათას ორასოცდა ხუთს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მიმართა. საარჩევნო პროცესს აკვირდება შვიდი ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, სია ასეთია: ახმეტა — კახეთი, ნომერი მეთვრამეტე საარჩევნო ოლქი სოფელი კისრისწყალი, მხოლოდ ერთი კანდიდატი ლევან იუთურიძე, „ქართული ოცნება“;

დმანისი – ქვემო ქართლი, 24-ე საარჩევნო ოლქი, კანდიდატები: ვაჟა ნონიაშვილი „ძლიერი საქართველო – ლელო“ და ირაკლი სარსევანიძე „ქართული ოცნება“;

წალკა — ქვემო ქართლი, 25-ე საარჩევნო ოლქი, კანდიდატები: ზაზა შანთაძე — „ძლიერი საქართველო–ლელო“ ნანული ხინიკაძე — „ქართული ოცნება“;

ვანი — იმერეთი, 53-ე საარჩევნო ოლქი, კანდიდატები: ბექა კოპალაძე — „ძლიერი საქართველო – ლელო“ ვაჟა ხელაძე — „ქართული ოცნება“.

მსგავსი