საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ევროპის საბჭოში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მსჯელობის თემა იყო დღეს ევროპის საბჭოში. ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა კომიტეტის სხდომა გამართეს. რიგით მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში ორგანიზციის გენერალლურმა მდივანმა წარადგინა. ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში “კონფლიქტი საქართველოში” ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ყველა მნიშვნელოვან პრობლემას მოიცავს. დამსწრეებმა დავით ზალკალიანისგნაც მიიღეს ინფორმაცია – კერძოდ, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ე.წ. ბორდერიზაციის, გამშვები პუნქტების დახურვისა და საბაჟო პუნქტების გახსნის მცდელობებზე, ასევე ეთნიკურად ქართველების ქონების განადგურებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფაქტებზე. მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო ანგარიში გაზაფხულზე გამოქვეყნებული დოკუმენტისგან იმით განსხვავდება, რომ აქ საუბარია ვითარების გაუარესებაზე. მისივე თქმით, საქართველოს პოზიციებს ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებების სრული უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, ერთადერთი მოწინააღმდეგე ქვეყანა რუსეთია.