საქართველოს „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ სპეციალური გამოცემის რედაქტორი სტუმრობს

საქართველოს „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” სპეციალური გამოცემის მთავარი რედაქტორი, ჯასტინ კავანა სტუმრობს. ის ქვეყანაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კავანა მოინახულებს თუშეთის, კახეთის და ყაზბეგის რეგიონებს, ესტუმრება თუშეთისა და ვაშლოვანის ეროვნულ პარკს და გაეცნობა ქვეყანაში არსებულ ტურისტულ პოტენციალს. დღეს ჯასტინ კავანა საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებს შეხვდა და მათთან საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზებაზე ისაუბრა.