საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა

გამორჩეული საფეხბურთო სანახაობა „დინამო არენაზე“.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი საპასუხო შეხვედრაში კიდევ უფრო დამაჯერებელი ანგარიშით  6:1 დაამარცხა. მატჩი ჩვენი ბიჭების სრული უპირატესობით წარიმართა და შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ანგარიში მეოთხე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შედეგად გაიხსნა. ოთარ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და კარში ჩაიჭრა. შემდეგი გოლი მეტოქის კარში გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რასაც ჩაკვეტაძის, კიტეიშვილის და ისევ  მიქაუტაძის გოლები მოჰყვა. თანაგუნდელებს არ ჩამორჩა ხვიჩა კვარაცხელიაც და მეორე ტაიმში სომხეთის კარში მეექვსე გოლი გაიტანა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა გრძელდება.

სექტემბრიდან „ჯვაროსნები“ ესპანეთის, თურქეთისა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.