საქართველოს ნაკრების წარმატება ერთა ლიგაზე

ცხრა გამარჯვება და ორი ფრე – ასეთია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სარეკორდო სერიის შედეგები. ეროვნულ გუნდს მსგავსი წარმატებული პერიოდი წარსულში არასდროს ჰქონია. მოგებული მატჩების შედეგად, საქართველოს ნაკრები C ლიგის საუკეთესო გუნდია, ხვიჩა კვარაცხელია კი ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა. ნაკრებს ასევე აქვს ევრო 2024-ზე გასვლის ორი გზა.