საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე

19:10, 19.06.2024

ევროპის ჩემპიონატის 64 წლიან ისტორიაში პირველად აჟღერებული საქართველოს ჰიმნი და ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი – ქართველმა ფეხბურთელებმა ევრო 2024-ზე ასპარეზობა თურქეთის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყეს და ანგარიშით 3:1 დამარცხდნენ. ჩვენთვის არასასურველი შედეგის მიუხედავად, ნაკრებმა ქომაგებისა და საერთაშორისო მედიის დიდი სიმპათია დაიმსახურა. გუშინდელი შეხვედრა კი ევრო 2024-ზე, ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მატჩად შეფასდა. პირველი გოლი 25-ე წუთზე თურქებმა გაიტანეს, ზუსტად შვიდ წუთში ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს. ქოჩორაშვილის ჩაწოდების შემდეგ, მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული, ქართული გოლის ავტორი გახდა. ბევრად დაძაბული გამოდგა შეხვედრის მეორე ნახევარი, „ჯვაროსნებმა“ არაერთი საინტერესო, საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა საბოლოოდ მატჩი თურქეთის მოგებით დასრულდა.

მსგავსი