ამაღელვებელი კადრები და ყველაზე მაღლა აღმართული საქართველოს ეროვნული დროშა. ძიუდოში, თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
ქვეყანას ორი ოქროს მედალოსანი ჰყავს. დამსახურებული პირველი ადგილები ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. დღევანდელი გამარჯვებით, ეთერ ლიპარტელიანი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მსოფლიო და ახლა უკვე ევროპის ჩემპიონმა გამარჯვება უწმინდესის ხსოვნას მიუძღვნა. არანაკლებ ემოციური აღმოჩნდა ლაშა შავდათუაშვილის ასპარეზობა. ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა დაძაბულ ბრძოლაში, აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.
ჩემპიონატის მეორე დღეს, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია.