საქართველოს ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.

უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელების შემადგენლობა, რომლებიც ევრო 2024-ის F ჯგუფში თურქეთს, ჩეხეთს და პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გუნდის შემადგენლობა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა. სიაში არაა დონეცკის „შახტარის“ მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც სანიოლმა ბოლო სანაკრებო შეკრებაზეც არ მიიწვია. ევროპის ჩემპიონატამდე სანიოლის გუნდი ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 9 ივნისს ქალაქ პოდგორიცეში ნაკრები მონტენეგროელ მეტოქეებს შეხვდება.