საქართველოს ნაკრების მზადება

12:30, 24.09.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას სრული შემადგენლობით განაგრძობს. „ჯვაროსნებიდან“ მომავალი დაპირისპირებებისთვის ყველა ჯანმრთელადაა. საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ახალი სეზონის ოთხ შეხვედრას, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით გამართავს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან საშინაო მატჩების შემდეგ, ჩვენი გუნდი უნგრეთს ესტუმრება, შემდეგ კი – ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს, ბელფასტში დაუპირისპირდება.

ერთა ლიგის მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი