საქართველოს ნაკრების მზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. მიხეილ მესხი 2-ზე შეკრების მეორე ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი, სანაკრებო შეკრებას საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან. საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთს  დაუპირისპირდება, 5 ივნისს კი ბაჰრეინს.