საქართველოს ნაკრების მეორე გამარჯვება ევრობასკეტზე

ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა, რომელზეც დამოკიდებული იყო, გადავიდოდა თუ არა საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მომდევნო ეტაპზე. ლიმასოლში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. 93-ით 61 – ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა. კვიპროსთან გამართული შეხვედრის მოგება „ცე“ ჯგუფიდან გასასვლელად და პლეიოფში მოსახვედრად აუცილებელი იყო. დღევანდელმა მატჩმა ჩვენი შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა. თამაში პირველივე წუთებიდან დაძაბულად წარიმართა. ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის დამარცხების და საბერძნეთთან და იტალიასთან წაგებული მატჩების შემდეგ დღევანდელი შეხვედრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსი ჯგუფური ეტაპის მანამდე გამართულ ყველა შეხვედრაზე დამარცხდა, თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას მაინც ანგარიშგასაწევ მეტოქედ მიიჩნევდნენ. „ცე“ ჯგუფში სულ ექვსი გუნდია, მერვედფინალში მათგან მხოლოდ ოთხი უნდა გავიდეს. საქართველოს ნაკრებს ორ დღეში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან თამაში ელოდება, რომლითაც ჯგუფური ეტაპი დასრულდება დასრულდება.

პირდაპირი ეთერი ლიმასოლიდან, სადაც „სპიროს კიპრიანოს“ არენა ქართველი გულშემატკივრებით იყო სავსე.

ლუკა ჭოჭუა ადევნებდა თვალს მატჩს #მოამბე