საქართველოს ნაკრების ისტორიული შედეგი

ქართველი წყალბურთელების ისტორიული წარმატება. უნგრეთში გამართული დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, რაც ჩვენი ნაკრების ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთის გუნდი დაამარცხა, რაც ნიშნავს, რომ ქართველ წყალბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი უჩნდებათ. 24 იანვარს გახდება ცნობილი, რომელ ადგილზე გავა ქართველ წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემოპიონატზე, – სწორედ ამ დღეს შეხვდება საქართველოს ნაკრები გერმანიის გუნდს.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ბუდაპეშტშია და ჩემპიონატს აშუქებს. ნინო გაბელია გვეტყვის, რა განწყობაა გუნდში გერმანელ მეტოქეებთან შეხვედრის წინ.