საქართველოს ნაკრების ისტორიული შედეგი

წყალბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გერმანიასთან მატჩით დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ანგარიშით 8:9 წავაგეთ, საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა და ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო, როდესაც საფრანგეთი 9-7 დაამარცხა, შემდეგ კი ორი მატჩი დათმო საბერძნეთთან და იტალიასთან, თუმცა პლეი-ოფში მაინც გავიდა, სადაც რუსეთთან შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 13-14 წააგო. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო და პირველ მატჩში თურქეთის ეროვნულ გუნდს აჯობა 12:6, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატი მეათე ადგილით დაასრულა.

დატოვე კომენტარი