გამოშვებას ვიწყებთ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლით, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები და ქართველი ქომაგები ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობენ.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ევრობასკეტ 2025-ზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა. ესპანეთის ნაკრებთან დღევანდელი თამაში ანგარიშით 83:69 დასრულდა. დარჩენილი ოთხი თამაშიდან ახლა საჭიროა მინიმუმ კიდევ ერთი მოგება, რომ ჩვენი ნაკრები C ჯგუფიდან გავიდეს და პლეიოფში მოხვდეს. წარმატებული დასაწყისი ევროპის ჩემპიონატზე და უძლიერესი მეტოქის მარცხი, რასაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა: დღევანდელი თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომლის ყოფნა მოედანზე ჯანმრთელობის გამო ბოლო მომენტამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საქართველო-ესპანეთს ნაკრებების მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სანდრო მამუკელაშვილი დასახელდა, რომელმაც ნაკრებს 19 ქულა მოუტანა. წინ იტალიასთან თამაშია, რომელიც ორ დღეში გაიმართება.