საქართველოს ნაკრები წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს ნაკრები წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ჩვენმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ტურნირის ორივე მატჩში გაიმარჯვა და ევროპის პირველობაზე თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

ქართველმა წყალბურთელებმა გუშინ პირველ შეხვედრაში პრინციპული მეტოქე, გერმანიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 9:7 დაამარცხეს, დღეს კი შვეიცარიის ეროვნულ გუნდს დიდი ანგარიშით, 22:7 სძლიეს  და სამგუდიან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატი იანვარში ბუდაპეშტში ჩატარდება.