საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველებმა ფინალში ესპანეთის ნაკრები 46-ით 28 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. ესპანეთთან საქართველოში გამართული ყველა თამაში „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა და ტრადიცია არც ამჯერადაც დაირღვა, ჩვენმა გუნდმა ესპანელები ზედიზედ მე-15-ედ დაამარცხეს. დაპირისპირება თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონობა 17-ჯერ, ზედიზედ კი მერვედ მოიპოვა.