საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში – ჩეხეთთან, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში – პორტუგალიასთან.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ნაწილი საფეხბურთო კლუბებში თამაშის მიზნით საქართველოდან უკვე გაემგზავრა. პირველ არხთან საუბრისას ისინი აღნიშნავენ, რომ 26 მარტს გამართული მატჩი ნამდვილად ისტორიულია. ნაკრების ფეხბურთელები ხალხის გულშემატკივრობის საჭიროებასა და ნაკრების მიზნებზე ამახვილებენ ყურადღებას.