საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ბრუნდება

საქართველო-სომხეთის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა თბილისში, 23 მარტს „დინამო არენაზე“ ჩატარდება.

„დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრა გასული წლის 26 მარტს საბერძნეთთან გამართა. სომხეთთან ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.