საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტშია

21:50, 30.09.2026

საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტშია ერთა ლიგის გათამაშების მესამე მატჩისთვის ემზადება.

გუნდი ხვალ „პუშკაშ-არენაზე“ ივარჯიშებს, ნაკრების ახალი მწვრთნელი რამაზ სვანაძე კი პრესკონფერენციას გამართავს – ეს მისი ხელმძღვანელობით „ჯვაროსნების“ მეორე თამაში იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში ერთა ლიგის ორი ტურის შემდეგ ორივე ნაკრებს თითო ქულა აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.
საქართველო უნგრეთის შეხვედრა 2 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 ზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი