საქართველოს მუფთის სამძიმარი მართლმადიდებელ ეკლესიას

მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს უსამძიმრებს საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, რომელმაც ბაირამის ლოცვის შემდეგ, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შეკრებილებს მიმართა და პატრიარქის მრავალწლიან მოღვაწეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ილია მეორის მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესი იყო რელიგიათა შორის ურთიერთობის, პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოების ერთიანობის განმტკიცების საქმეში. დღეს მუსლიმური სამყარო მძიმე მარხვის დასრულებას და რამაზან ბაირამს აღნიშნავს.