საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესები მკაცრდება

კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით: ზუსტად 11 საათში, დილის რვა საათზე, საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. თუ დღემდე 10-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალებოდა, ხვალიდან ეს შეზღუდვა სამამდე დავა. ჩერდება მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა. წესების დაცვა მოუწევთ მსუბუქი ავტომობილებისა და ტაქსის მძღოლებსაც.

საღამოს ცხრიდან, დილის ექვსამდე კი, კომენდანტის საათი ცხადდება, რაც ნიშნავს, რომ დროის ამ მონაკვეთში გადაადგილება აკრძალული იქნება. ეს არის ფაქტობრივად საკარენტინო რეჟიმი, თუმცა მარნეულისა და ბოლნისისგან გასხვავებით, რომლებიც მთლიანად ჩაკეტილია, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, ქალაქებსა თუ რაიონებს შორის მიმოსვლა ჯერ ისევ ნებადართულია. თუმცა საგანგებო წესების დაცვით და დილის ექვსიდან საღამოს ცხრა საათამდე.

დატოვე კომენტარი