საქართველოს მთავრობის დამტკიცება 

პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი გრძელდება.

თანაპარტიელებს მომავალი მთავრობის პროგრამა დღეს პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ წარუდგინა. პროცედურით ახლა პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს, თუმცა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მონაწილეობით. ცნობილია, რომ გიორგი გახარია მისი წინამორბედის გადაწყვეტილების შეცვლას გეგმავს და მალე მის კაბინეტში მინისტრის კიდევ ერთი პორთფელი გაჩნდება.