საქართველოს მორიგი გამარჯვება სტრასბურგში

საქართველოსთვის კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება სტრასბურგიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 24 000-მდე მოქალაქეს რუსეთმა კომპენსაციის სახით ჯამში 130 მილიონ ლარამდე უნდა გადაუხადოს. ასეთია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ომის საქმეზე, რომელიც 10-წლიანი განხილვის შემდეგ, საქართველომ ჯერ კიდევ 2021 წელს მოიგო. მაშინ რუსეთი ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში დამნაშავედ სცნეს, თუმცა კომპენსაციის ნაწილის განხილვა გადავადდა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობები, გატაცებები, წამების ფაქტები ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში, სახლების ძარცვა და გადაწვა, ქონების განადგურება, სახლებში დაბრუნების უფლების აკრძალვა-დაზარალებულებმა კომპენსაცია სამი თვის ვადაში უნდა მიიღონ. ახლა მთავარი კითხვაა – როგორ უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება, როცა რუსეთი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში აიგნორებდა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, ის ევროსაბჭოდან გარიცხეს. აღსრულების პროცესს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი გააკონტროლებს.

რა ბერკეტები არსებობს გადაწყვეტილების აღსასრულებლად და კომპენსაციის გადასახდელად?