საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას კანადასთან გამართავს – შეხვედრა დღეს, 18:00 საათზე, “დინამო-არენაზე” გაიმართება

15:36, 11.11.2017

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ნოემბრის ტესტ-მატჩების ფარგლებში, პირველ შეხვედრას კანადასთან გამართავს. ისტორიის მანძილზე საქართველომ და კანადამ ერთმანეთთან 6-ჯერ ითამაშეს, აქედან სამჯერ საქართველომ გაიმარჯვა, სამჯერ კი კანადამ.

კანადის ეროვნული ნაკრები თბილისში გასამართ შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდება და უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა. შეხვედრა 18:00 საათზე, დღეს დინამო-არენაზე გაიმართება.

მსგავსი