საქართველოს მოქალაქეებმა ავღანეთი დატოვეს

ქაბულში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან უკვე გამოფრინდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეისი დუბაის მიმართულებით ბრიტანულმა მხარემ უზრუნველყო. მათი უსაფრთხო გადაყვანა ქაბულის აეროპორტში, ნატო-ს ბაზაზე დღეს, დილით მოხერხდა.

საქართველოს მოქალაქეების ქაბულიდან გამოყვანა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე საქართველოს ექვსი მოქალაქე უნგრული მხარის დახმარებით დაბრუნდა სამშობლოში, კიდევ ორის ევაკუაცია გუშინ განხორციელდა.

გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.