საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, თავს კარგად გრძნობს. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში რჩებიან. ჩატარებული კვლევების საბოლოო პასუხები კი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ასევე ინფექციურში მყოფ ჩინეთის ორი მოქალაქეს, ექიმები ვარაუდობენ, დღეს მათი კლინიკიდან გაწერა მოხერხდება. საინფორმაციო ბრიფინგი სამედიცინო დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას თამუნა ნადარეიშვილი ესწრებოდა, რომელიც თემაზე საუბარს განაგრძობს და დეტალებს მოგვიყვება.