რა ვითარებაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები ისრაელში

მოამბე“ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაესაუბრა. ქალაქ ბეშევაში მყოფი მოქალაქე ამბობს, რომ ადგილზე შედარებით სიმშვიდეა. კვლავ გახსნილია თავშესაფრები, მთავარი რეკომენდაციაა სახლში დარჩენა. მისი თქმით, პერიოდულად ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. ქალაქ აშქელონში მდებარე კლინიკის ექიმი კი „მოამბესთან“ საუბარში აცხადებს, რომ მედპერსონალი ადგილზე რჩება, კლინიკის უსაფრთხოებას შესაბამისი სამსახურები იცავენ. ტერორისტული თავდასხმის დაწყებიდან კი კლინიკამ დახმარება  უკვე 400-ზე მეტ დაჭრილს გაუწია.