საქართველოს მოქალაქე თურქეთში დაიღუპა

საქართველოს მოქალაქე დაიღუპა თურქეთის ქალაქ რიზეში. 34 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული ალერგია დასახელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თურქული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საქართველოს მოქალაქე ჩაის პლანტაციებში მუშაობდა, სადაც მას ჩაის კრეფის დროს ფუტკარმა უკბინა. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.