საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად იტალიაში მიემგზავრება 

15:55, 31.01.2018

საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრები დღეს იტალიაში მიემგზავრება. ქართველი სპორტსმენები ქალაქ პადოვაში მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირზე სულ 60 ქვეყნის 200-ზე მეტი მოფარიკავე იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები მედლების მოპოვებას როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ ჩათვლაში შეეცდება.

მწვრთნელების განცხადებით, გუნდი მაღალი ადგილებისთვის და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძოლებს.

 

მსგავსი