საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ევროსაბჭოში

სტრასბურგში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის ტექსტი მიღებულია.

რეიკიავიკის სამიტის რეზოლუცია ქართული მხარის მიერ შეტანილი ცვლილებით დაამტკიცეს. საუბარია ჩანაწერზე, რომლის მიხედვით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს. დოკუმენტი კონფლიქტებს, ძირითადად კი უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება და მას მაისში ევროსაბჭოს სამიტზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურები განიხილავენ. კენჭისყრამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს და უკრაინის არაერთი მხარდამჭერი განცხადება და რუსეთის მისამართით საკმაოდ მწვავე გზავნილები გაჟღერდა.