საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე მსჯელობს. დებატები უკვე დაიწყო. დამსწრეებს დეპუტატებმა მიმართეს, რომლებმაც მათ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

უკრაინის  წარმომადგენელის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენციისთვის საკადრისი პასუხი რომ გაეცა, უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას ისინი თავიდან აირიდებდნენ.