საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია

ოფიციალური თბილისი ვაშინგტონთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ელოდება.

წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაამტკიცა ორპარტიული საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება და რომელსაც რეზოლუციისგან გასხვავებით კანონის ძალა ექნება.

დოკუმენტი სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას გულისხმობს. ავტორები ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

კანონპროექტი მკაფიო გზავნილებს მოიცავს რუსეთის მისამართითაც. მასში ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის საქმეები და ოკუპირებულ რეგიონებში კანონდამრღვევი პირების სანქცირების საკითხიც მოხვდა.