საქართველოს მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია

კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტით ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და ეთნიკური  ქართველების წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრებისა და ჯანდაცვის უფლებების დარღვევისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის ხელმომწერები ასევე მიიჩნევენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები და ერგნეთისა და გალის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. რეზოლუციას წელს ახალი მხარდამჭერებიც ჰყავს. დოკუმენტის დეტალები და თბილისში გაკეთებული შეფასებები, მარიამ მენაბდის სიუჟეტში.