საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები დიდი ბრიტანეთისგან

რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, რაც ვიხილეთ საქართველოსა და ყირიმში. ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა გაერო-ში განაცხადა, მას შემდეგ რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ბრიტანეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დგას.