საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას

უკრაინას მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს საქართველო.

ხელისუფლების პირველ პირთა გზავნილი საერთოა – უკრაინის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად ფასდება. ოფიციალური თბილისი საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს, რომ სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად ქმედითი ზომები მიიღოს. საგარეო უწყება უკრაინის გარდა მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოსალოდნელ მძიმე შედეგებზეც მიუთითებს. უკრაინის ელჩს დღეს პირადად შეხვდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. უკრაინის საელჩოში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.