საქართველოს მხარდაჭერა სომხეთს  

საქართველოდან სამედიცინო პერსონალი გაიგზავნება მეზობელ სომხეთში, სადაც ეპიდ-აფეთქებაა.

შემცირების ნაცვლად, ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში სულ უფრო იზრდება. ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრების სატელეფონო დიალოგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დახმარების ფორმები ვიდეო-კონფერენციებით დაზუსტდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საქართველო მეზობელს „პისიარ“-ტესტების ჩატარებაში დახმარებას, ანუ საკვლევი მასალების თბილისში გამოგზავნას, ან ტესტების გადაცემას სთავაზობს.

ეპიდემიოლოგიური სურათის ყოველდღიური გაუარესების ფონზე, სომხეთის ჰოსპიტალური სექტორი ზეწოლას ვეღარ უძლებს, თუმცა პაციენტთა ნაწილის საქართველოში გადამოყვანას ქართული მხარე არ განიხილავს.