საქართველოს მხარდაჭერა ეუთო-ს მინისტერიალზე

21:08, 06.12.2019

საქართველოს მეგობართა ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 10 წლის წინ შეწყვეტილი ეუთო-ს მისიის აღდგენას მოითხოვს.

ეს არის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი გზავნილი საქართველოზე მომზადებული ვრცელი განცხადებიდან, რომელიც ბრატისლავაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე მიიღეს. 15 ქვეყანა, მათ შორის აშშ, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, განახლდეს ეუთო-ს მისიის მანდატი, რომელიც 2009 წელს რუსეთის ვეტოს გამო ვეღარ გაგრძელდა. საქართველოს მხარდამჭერ განცხადებაში მოსკოვი მწვავედ არის გაკრიტიკებული. ასევე ნახსენებია საოკუპაციო რეჟიმის ყველა მსხვერპლის გვარი, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოტხოზორიას და დავით ბაშარულის. საქართველოს მეგობართა ჯგუფი საუბრობს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზეც და მის სასწრაფო გათავისუფლებას მოითხოვს.

ქეთი ჩოხელი ბრატისლავადან.

მსგავსი