საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დღეს საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს – “ათი წელი აგვისტოს ომის შემდეგ” – კენჭი ეყრება. პლენარულ სხდომაზე გატანამდე, დოკუმენტი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც მან სრული მხარდაჭერა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე რეზოლუციის კენჭისყრის გარდა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებიც გაიმართება. მოქმედი პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, კიდევ ერთხელ ეცდება მხარდაჭერის მოპოვებას. ის ამ დრომდე ერთადერთი კანდიდატია.