საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ პატრიარქს ირჩევს. გაფართოებული კრება პირველ საათზე დაიწყება. სამების საკათედრო ტაძარში დელეგატებისა და სტუმრების მისვლა დილიდან მიმდინარეობს. ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, ნაწილობრივ გაშუქდება ტელევიზიით, გადაიცემა პირველი არხის პირდაპირ ეთერში. მაყურებელი ნახავს საეკლესიო კრების გახსნასა და კენჭისყრის პროცესს. ხმების დათვლა კი აღარ იქნება პირდაპირ ეთერში. ამის შემდეგ პირდაპირ ეთერში გამოცხადდება საბოლოო შედეგი, თუ ვის აირჩევენ პატრიარქად. დღესვე გაირკვევა ინტრონიზაციის თარიღი. ამის შესახებ გადაწყვეტილება ახალმა პატრიარქმა უნდა მიიღოს.
ნათია ქენქაძე სამებიდან.