საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა შესრულდა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო მცხეთაში, სადაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვაზე დასასწრებად მრევლი მთელი საქართველოდან ჩავიდა. სადღესასწაულო ლიტურგია მეუფე შიომ აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ.
მაკა არჩევნიშვილის ჩართვა მცხეთიდან #მოამბე