საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. მრევლისთვის კი მეუფე დანიელმა იქადაგა.

შეკრებილებს მოგვიანებით კათოლიკოს-პატრიარქმაც მიმართა. აღსანიშნავია, რომ 15 წლის წინ, სამების საკათედრო ტაძრის კურთხევა, სწორედ გიორგობის დღესასწაულზე მოხდა. დღეს, 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.

თამუნა ნადარეიშვილი ესწრებოდა ღვთისმსახურებას და საუბარს „მოამბის“ პირდაპირ ეთერში სწორედ ის განაგრძობს.

 

 

დატოვე კომენტარი