საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს

12:12, 13.07.2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული და ამიტომაც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება. სადღესასწაულო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყო.

ტაძარში მრევლი დილიდან შეიკრიბა. მსურველებს მცხეთამდე მისასვლელად საპატრიარქოს ტერიტორიიდან უფასო ავტობუსები ემსახურებოდა. მსახურებას ის ადამიანები ესწრებიან, რომლებმაც წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. მსვლელობა 1-ელ ივლისს დაიწო და დღეს დასრულდა. მონაწილეებს საპატრიარქოს სიგელები გადაეცემათ. მათ შორის არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

მარიკა შალიკაშვილი იმყოფება სვეტიცხოვლის ტაძართან.

 

მსგავსი