საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის წარდგენა ჟენევაში
ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა შვეიცარიაში.
ჟენევაში ქართული საგამოფენო სივრცე მოეწყო – დამთვალიერებელმა მოისმინა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები, გაეცნო ნაციონალურ ცეკვებს და ქართული დამწერლობის, ლიტერატურის და ქრისტიანული მემკვიდრეობის უნიკალურ ექსპონატებს. ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოეწყო. საქართველოს საერთაშორისო პლატფორმაზე მოწყობილ სივრცეში ცნობილი ანსამბლები და ხელოვანები წარმოადგენდნენ.