საქართველოს კულტურის დღეები უზბეკეთში

22:05, 09.03.2026

უზბეკეთში საქართველოს კულტურის დღეები დაიწყო.

ოფიციალური გახსნის წინ საქართველოს კულტურის მინისტრი უზბეკ კოლეგას შეხვდა. თინათინ რუხაძემ და ოზოდბეკ ნაზარბეკოვმა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ტაშკენტის ოპერისა და ბალეტის თეატრში ანსამბლების – „ერისიონის“ და „ტუმორის“ გალა-კონცერტი გაიმართება. კულტურის დღეების პროგრამით გათვალისწინებულია   ელდარ შენგელაიას და მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება, წარმოდგენილი იქნება ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებიც.

მსგავსი