საქართველოს კულტურის დღეები ბრაზილიაში

12:25, 03.07.2026

საქართველოს კულტურის დღეები ბრაზილიაში გრძელდება. რიო-დე-ჟანეიროში სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტის წინ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, შტატის კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს, დანიელე ბაროსს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შედგა საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ყურადღება გამახვილდა კინოს, თეატრის, სამუზეუმო, ლიტერატურული და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის საკითხებზე.

მსგავსი