საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი ბუბა ხოტივარი გახდა

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გახდა. მან არჩევნებში მონაწილე აკადემიის წევრთა 106 ხმა მიიღო, კონკურენტმა სოსო ჯაჭვლიანმა კი 63.

საარჩევნო პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. ბუბა ხოტივარი საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე 4 წლის ვადით აირჩიეს. სოსო ჯაჭვლიანმა ბუბა ხოტივარს გამარჯვება უკვე მიულოცა.

კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ორი კვირის წინ, ყოფილმა არჩეულმა პრეზიდენტმა, ზაზა ურუშაძემ თანამდებობა  დატოვა.

დატოვე კომენტარი