საქართველოს ხვალ ნატო-ს გენმდივანი ეწვევა

21:04, 23.03.2019

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგი ჩვენს ქვეყანაში უკვე მესამედ ჩამოდის. ვიზიტის მთავარი მიზანი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ზე“ დასწრებაა, თუმცა სტოლტენბერგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ თბილისში. ოფიციალური პირების განცხადებით, ნატო-ს გენმდივნის ქვეყანაში ჩამოსვლა ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური და ნატო-საქართველოს აქტიური თანამშრომლობის ნიშანია. ასევე ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას ნატოსთვის.

ვაკო ორმოცაძე დეტალებით.

 

 

მსგავსი