საქართველოს ხელისუფლების გამოხმაურება
ვაშინგტპნში მომხდარ ფაქტს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი გმობს თავდასხმის მცდელობას. „ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხოდ არიან“ – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. „მკაცრად ვგმობ ვაშინგტონში მომხდარ თავდასხმის მცდელობას. მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი უსაფრთხოდ არიან“ – წერს ირაკლი კობახიძე.