სროლა თეთრი სახლის კორესპონდენტების მიღებაზე

18:14, 26.04.2026

2600-მდე სტუმარი, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები და ჩაშლილი ყოველწლიური ღონისძიება. თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სასტუმრო ჰილტონში ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. მიღებას აშშ-ის პრეზიდენტი, პირველი ლედი, შტატების ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი ესწრებოდნენ. ინციდენტის დროს დაახლოებით რვა გასროლა მოხდა. დაჭრილია ერთი პოლიციელი. სავარაუდო თავდამსხმელად სამართალდამცავმა ორგანოებმა 31 წლის კოულ ტომას ალენი დაასახელეს, რომელიც ლოს-ანჯელესის რაიონში ცხოვრობს და შემთხვევის დროს სასტუმრო „ჰილტონის“ სტუმარი იყო. ეს სწორედ ის სასტუმროა, სადაც ღონისძიება იმართებოდა. ოფიციალური პირების ცნობით, ის, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა. პოლიციის თქმით, დაკავებული შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტითა და რამდენიმე დანით. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

რა მოხდა თეთრი სახლის ღონისძიებაზე და როგორია საერთაშორისო გამოხმაურებები – მარიამ რობაქიძე დეტალებით.

მსგავსი